მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს ჯანდაცვის სამინისტრო მოწინააღმდეგე მხარედ წარმოუდგენია“ - მინისტრი

6093ee6577d66
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 17:50
434
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სოციალური სააგენტო კარგად ხედავს იმ მოწყვლად საზოგადოებას, რომელსაც უკიდურესად უჭირს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, როცა წამყვანი დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო საარსებო შემწეობის მიმღებთა გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებას, რომელმაც მარტში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

მინისტრის თქმით, სახელწმიფო კერძო სექტორს ოპერირებაში ხელს შეუწყობს, იმისთვის, რომ სოციალურად გაჭირვებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

„როდესაც კერძო სექტორი საუბრობს, ჯანდაცვის სამინისტრო, მათ მოწინააღმდეგე მხარედ წარმოუდგენიათ და არ ითვალისწინებენ იმას, რომ უწყებაში არის სოციალური სააგენტო, სადაც ჩვენ ყველაზე კარგად ვუყურებთ იმ მოწყვლად საზოგადოებას, რომელსაც უკიდურესად უჭირს და დახმარება ესაჭიროება. სწორედ ეს არის ჩვენი მოტივატორი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და ეკონომიკას, მის დროულ და წარმატებულ აღდგენაში, არ დაგვჭირდეს შემდეგი ლოქდაუნები, რაც უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებაა სახელმწიფოსათვის. აქედან გამომდინარეობს ყველა ის შრომა, რომელსაც შრომითი ინსპექცია ახორციელებს და ყველა მოწოდება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ისმის, ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და შემდეგ მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.