„ბიზნესს, მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია და სახელმწიფო წამლის ფასის ხელოვნური გაძვირებას არ დაუშვებს.
„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის პირველსავე კვირაში, 15 თებერვლიდან, ზოგიერთმა კომპანიამ ჩათვალა, რომ შეეძლოთ იმ მედიკამენტებზე ფასების გაზრდა, რომლებზეც ზედა ზღვარი არ დაწესდა, ან მის დაწესებამდე, უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ეს დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და ძალიან ოპერატიულად, ფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ქონდა კონკურენციის სააგენტოსაც, რომელსაც რამდენიმე კვირაში, პირველი მონახაზი ექნება იმის შესახებ თუ რა მოხდა რეალურად.
„კომპანიებს, ფასების მატებაზე, სხვადასხვაგვარი ახსნა აქვთ - ზოგიერთი ამბობს, რომ შემთხვევით მოხდა, ზოგიერთის თქმით, ტექნიკურად სისტემამ თვითონ გააძვირა მედიკამენტები და როგორც კი აღმოაჩინეს, მაშინვე დაწიეს ფასები. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რა პასუხისმგებლობაც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა იგივე გაიზიარონ კომპანიებმაც და უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული სექტორის, ხარისხისა და საბიუჯეტო ხარჯების კუთხით, უკეთ რეგულაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, უწყებას, უკვე მზად აქვს და დოკუმენტს, საქართველოს პარლამენტი, უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი