მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულებებისთვის 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა - აჭარის მთავრობა

5e71f9ccaea42
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 14:30
786
ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობა ინვესტორების მხრიდან მომართვიანობის შემთხვევაში, დამატებითი ვადის მიცემის საკითხს განიხილავს.

„ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. მათ, ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე, აღნიშნული პერიოდისთვის არ დაეკისრებათ პირგასამტეხლო და მზად ვართ ნებისმიერი ინვესტორის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, განვიხილოთ ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხი”, - განმარტა ფუტკარაძემ.