მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს თანამშრომლების გატესტვა მოუწევს - ვისთვის როგორი იქნება წესები?

600a994441c8c
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 13:25
1133
საქართველოს ვიცე-პრემირის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად სხვადასხვა ბიზნეს სექტორს თანამშრომელთა ტესტირება განსხვავებული პირობებით მოუწევს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნეს სექტორის აქტიური მუშაობის გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების პროტოკოლები, კერძოდ მოთხოვნები თანამშორომელთა გარკვეული რაოდენობის და ტესტირების პერიოდულობასთან დაკავშირებით.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში უზრუნველყონ თანამშორმელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება; კვების ობიექტებისთვის ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში თანამშრომელთა არანაკლებ 50%-ის ტესტირება; სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ“, - განაცხდა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ პირველ ეტაპზე ბიზნესი თანამშრომელთა ტესტირებას სახელმწიფოს გაფართოებული ტესტირების ფარგლებში შეძლებს.

„დღეიდან ბიზნესს საშუალება ექნება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიურ ტესტირების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით 1 მარტამდე - უფასოდ გატესტონ თავისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ბიზნესს საშუალებას მისცემს დაიცვას თანამშრომელი და მომხმარებელი და ქვეყანას ააცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება“, - აღნიშნა მან.