მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში საქართველოს ექსპორტი 25%-ით, $439 მილიონამდე გაიზარდა

62ce74623f257
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.22 11:30
959
საქსტატმა 2022 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოდან უცხოეთში 439 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით ანუ 88 მილიონი დოლარით მეტია. 

საქსტატის ანგარიში წინასწარია და ის ქვეყნების და საქონლის მიხედვით დეტალურ ინფორმაციას არ მოიცავს. შესაბამისად, უცნობია თუ რომელი პროდუქციის ექსპორტი არის გაზრდილი და რომელი ქვეყნების მიმართულებით გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მოცულობა. 

ივნისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც გაიზარდა და მან ივნისში 1.04 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 21%-ით ანუ 183 მილიონი დოლარით მეტია. 

მთლიანად იანვარ-ივნისში ექსპორტი 2.55 მილიარდი დოლარი იყო რაც წლიურად 35%-ით არის გაზრდილი. იმპორტმა კი 5.91 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით ასევე 35%-ით მეტია.