მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ბოლოს ევროს წონასწორული კურსი $1.22 იქნება - ოთარ ნადარაია

63d7b95e1f298
თათია კაკიაშვილი
30.01.23 23:45
1803
“ის გადაწყვეტილებები, რომლის მოლოდინებიც არის ამერიკაში და ევროპაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, ევრო-დოლარის კურსზე უკვე ასახულია,“ - ამის შესახებ BMG-ის "თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განუცხადა.

ნადარაია ვარაუდობს, რომ 2023 წლის ბოლომდე ევრო კიდევ უფრო მეტად გამყარდება და დოლართან მიმართებით მისი წონასწორული კურსი 1.22-1.23 დოლარის ფარგლებში იქნება. ნადარაია ნაკლებად პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში ევრო-დოლარის პარიტეტს ისევ ვიხილავთ, თუმცა მისივე თქმით, თუ ეს მაინც მოხდება, ამით სამომავლოდ ევროს კიდევ უფრო მეტად გამყარების ალბათობა გაიზრდება.

„რომ ვთქვათ, შემდეგ სხდომაზე ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთებს გაზრდის და ამიტომ ევრო გამყარდება, ეს არ არის სწორი, რადგან რაც არის მოლოდინები, ის უკვე ასახულია. ამ კონკრეტული განაკვეთების კუთხით მხოლოდ ის ცვლილება იმოქმედებს, რომელიც მოლოდინებისგან განსხვავებული რეალურად იქნება  და არა ის, რომელიც მოლოდინებშია. არის ინდიკატორები, რომლებიც ყოველდღიურ ახალ ამბებს ეფუძნება. მაგალითად, გავიგეთ, რომ ჩინეთში "კოვიდის" საწინააღმდეგო პოლიტიკა შერბილდა, ევრო გამყარდა. ხვალ რომ გამოვიდეს ინფორმაცია, რომ ეს პირიქით მოხდა, ევრო ისევ გაუფასურდება,“ - განაცხადა ნადარაიამ.

თიბისის მთავარი ეკონომისტი ევროს გამყარების ერთ-ერთ მიზეზად ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ასახელებს და ამბობს, რომ რამდენადაც საექსპორტო ნაწილში ევროპა ჩინეთზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე - ამერიკა, ევროს გამყარებას სწორედ ამის ხარჯზე უნდა ველოდოთ.

“მაინც ცალკე უნდა გამოვყოთ ჩინეთის ფაქტორიც, ანუ ჩინეთში დღეს არის უფრო უკეთესი - ეკონომიკური ზრდის მოლოდინი იმის გამო, რომ კოვიდის საწინააღმდეგო პოლიტიკა უფრო შესუსტებულია და კიდევ უფრო შესუსტდება. ჩინეთი მსოფლიოში ყველა ეკონომიკაზე მოქმედებს უკვე იმხელა ზომის არის, მაგრამ ევროპაზე უფრო მოქმედებს, ვიდრე - ამერიკაზე 2 მიზეზის გამო: პირველი, რომ ევროპის ეკონომიკა შედარებით უფრო არის ექსპორტზე დამოკიდებული, ვიდრე ამერიკის ეკონომიკა და მათ შორის იმ ექსპორტში, რაც არის (ევროპას მეტი, ამერიკას ნაკლები), ევროპის შემთხვევაში - ჩინეთს აქვს მეტი წილი რეალურად,” - დასძინა მან.