მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტის Berkshire-მა Occidental Petroleum-ში ინვესტიცია $700 მილიონით გაზარდა

62c802d2179bb
გიორგი თოლორდავა
09.07.22 00:30
969
უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი - Berkshire Hathaway ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიციას თითქმის 700 მილიონი დოლარით ზრდის.

დამატებით 12 მილიონი აქციის შეძენის შედეგად, Berkshire-ის წილი Occidental-ში 18.7%-მდე გაიზარდა, რომლის ღირებულებაც 11 მილიარდ დოლარს აღწევს.

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირების ფონზე, მიმდინარე წელს Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 90%-ითაა გაზრდილი, კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 57 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა - ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $617-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

„ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Berkshire-მა $52 მილიარდის ინვესტიციები განახორციელა, მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ენერგეტიკულ სექტორზეა კონცენტრირებული. ბაფეტის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური ენერგეტიკული ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვალა, ამ სფეროში კი ინვესტირებისა და პოტენციური მოგების მიღების შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზარდა, რაზეც თავად Berkshire-ის გადაწყვეტილებაც მიუთითებს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.