მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლინკენი: აშშ-მა რუსეთისგან მშვიდობის მიღწევის საკითხზე „სერიოზულობის ნიშნები“ ვერ დაინახა

62433b31a0717
თამთა ჯიჯავაძე
29.03.22 21:18
729
აშშ-მა რუსეთისგან მშვიდობის მიღწევის საკითხზე „სერიოზულობის ნიშნები“ ვერ დაინახა მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მან კომენტარი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ და მოსკოვის მიერ გაკეთებული გაცხადების შემდეგ გააკეთა. კერძოდ, რუსეთი აცხადებს, რომ ამცირებს კიევში საბრძოლო ოპერაციებს, „ორმხრივი ნდობის აღსადგენად“.

როგორც სახელმწიფო მდივავნი აცხადებს, რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და მოტყუების მცდელობა იყოს.

ბლინკენის განცხადებით განსხვავებაა იმას შორის, ერთი მხრივ რას ამბობს და მეორე მხრივ რას აკეთებს რუსეთი.