27.აპრილი .2020 21:20

Bloomberg – კორონავირუსის შემდეგ მოგზაურობა ფარის და პირბადის გარეშე წარმოუდგენელი გახდება

Bloomberg – კორონავირუსის შემდეგ მოგზაურობა ფარის და პირბადის გარეშე წარმოუდგენელი გახდება
views 2222
უკან

ავიაბილეთებით დაწყებული, ჩასხდომით დამთავრებული, ყველაფერი, რაც ფრენის წინ და შემდგომ პერიოდს ახასიათებდა, კორონავირუსის შედეგად შეიცვლება და პოსტკორონავირუსულ პერიოდში მოგზაურობა ფარის, ხელთათმანებისა და პირბადის გარეშე წარმოუდგენელი გახდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

არავინ იცის ადამიანები თავისი ნებით, როდის გადაწყვეტენ თვითმფრინავში ჩასხდომას, თუმცა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ მოგზაურთა 40% მინიმუმ 6 თვე თავს შეიკავებს გადაადგილებისგან. ხოლო ავიაკომპანიებმა დაიწყეს უკვე გარკვეული ზომების მიღება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის, რომ მგზავრთა უსაფრთხოება შეძლებისდაგვარად იყოს დაცული. მაგალითად ავიაკომპანია ემირატები, ბორტზე შუა სკამებს აუქმებს, იმის გამო, რომ ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლი დაიცვას. ასევე მგზავრებს ბორტზე ბარგის ატანა ეკრძალებათ. ბორტზე დროებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი ჟურნალები და სხვა საკითხავი მასალა, ანუ მხოლოდ ისეთი ნივთების ატანა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა ლეპტოპი, ხელჩანთა, მცირე ზომის ჩემოდანი და ბავშვისთვის საჭირო ნივთები;

პირბადეები და ხელთათმანები ასევე უნდა ეკეთოს ყველა მგზავრს მთელი მგზავრობის განმავლობაში, ვიდრე ისინი თვითმფრინავს არ დატოვებენ.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet-მა. ახალი წესები კი, აქტიური იქნება მანამ ვიდრე COVID-19-ის ვაქცინის სერიული წარმოება არ დაიწყება. რეალურად, ავიაცია ზარალსა და კრიზისებს ადრეც ებრძოდა, თუმცა ამ მასშტაბის ჯერ არცერთი ყოფილა. IATA-ის შეფასებით, კორონავირუსის გამო, მხოლოდ 2020 წელს კომპანიებს 314 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი ექნებათ.

ხოლო თვითმფრინავების დატვირთულობის შემცირების ნებისმიერი ზომა ბოლოს მოუღებს იაფ მიმოსვლას, რადგანაც კომპანიებს ფასების 50%-ით გაზრდა ან საკუთარი თავის გაკოტრებულად გამოცხადება მოუწევთ, ამის ფონზე 25 მილიონზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფება საავიაციო სექტორში. ამიტომაც, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საავიაციო ბიზნესს გადაუდებელი ფინანსური ინექცია სჭირდება.

როგორი იქნება მოგზაურობა პოსტკორონავირუსულ პერიოდში? რეალური სურათი ასეთია:

გაცილებით მაღალი ტარიფები, ნაკლები მარშრუტები, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ფრენის დაწყებამდე, ნაკლები უფასო საჭმელი ბორტზე, ნიღბიანი ადამიანები აეროპორტებში და თვითმფრინავებში და აუცილებელი სოციალური დისტანცია, თუმცა ეს ახალი ეპოქის ჯერ მხოლოდ დასაწყისია და საავიაციო სექტორს სრულად აღდგენისთვისა და გაჯანსაღებისთვის, ვარაუდობენ რომ 2-3 წელი დასჭირდება.