მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: 2020 წელს ელექტრომობილების გაყიდვები 20%-ით გაიზრდება

5e284192133d1
ნათია თაქთაქიშვილი
23.01.20 00:30
1054
როგორც გაველნიანი გამოცემა Bloomberg-ი წერს, 2020 წელი ელექტრომობილებისთვის წარმატებული წელი იქნება როგორც გაყიდვების, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

გამოცემის მიხედვით, 2020 წელს კომპანიები 2,5 მილიონ ელექტრომობილს გაყიდიან, ეს კი 20%-ით მეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს.

იმ დროს, როცა ამ სეგმენტის ლიდერი ქვეყანა ჩინეთი ეკონომიკური ზრდის შენელებას ელოდება, გააქტიურდება ევროპა, სადაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადგილობრივი კომპანიები შეეცდებიან.

წინასწარი პროგნოზით, 2020 წელს Volkswagen AG ევროპას 800,000 ახალ ელექტრომობილს მიაწვდის, რაც წინა წელზე 60%-ით მეტია.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სეგმენტის განვითარებას დღეს ყველაზე მეტად აფერხებს მისი კომპონენტების, პირველ რიგში კი ელემენტების სიძვირე. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2020 წელს ერთ კილოვატიან ელემენტზე ფასი 135 დოლარამდე დაიწევს, რაც არსებულ ფასზე 13%-ით ნაკლები იქნება და მთელი 89%-ით ნაკლები, ვიდრე 10 წლის წინ.

Bloomberg-ი 2020 წელს ასევე პროგნოზირებს ელექტროდამტენის რაოდენობის ზრდასაც. მათი პროგნოზით, წელს დამტენების რიცხვი 1,2 მილიონს მიაღწევს, მაშინ როცა 2019 წელს ის 880,000 იყო.