18.სექტემბერი .2019 23:00

Bloomberg: 2037 წელს მსოფლიო ენერგიის 50% განახლებადი იქნება

views 248
უკან

მსოფლიო ენერგიის წყაროს 50% 2037 წლისთვის განახლებადი ენერგია იქნება, -  ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ეს ყველაფერი კაპიტალიზმის დამსახურებაა.

როგორც ჩანს, მზის პანელები და ქარის ენერგია ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მთელს მსოფლიოში მათი ათვისება ფინანსური სარგებლისთვისაც და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხითაც, საინტერესოა.

მისივე ცნობით, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამერიკაში არსებობდა მოსაზრება, რომ ქვანახშირი გახდებოდა ნავთობის შემცვლელი, თუმცა მისი ფასი ბოლო პერიოდში 53%-ით გაძვირდა, ქარისა და მზის ენერგიის ღირებულება კი, იგივე დარჩა. წელს პირველად ამერიკამ განახლებადი წყაროებიდან უფრო მეტი ენერგია მიიღო, ვიდრე ქვანახშირიდან და უკვე ემზადება იმისთვის, რომ რამდენიმე ათწლეულში ის ნავთობს გაუთანაბრდება.

"განახლებად ენერგიაში შედის ბიომასები, ქარი, მზე, ჰიდროელექტრი და გეოთერმული წყაროები, თუმცა 2050 წლისთვის მხოლოდ მზე და ქარი შეძლებს მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის ნახევარი უზრუნველყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ნავთობის პრობლემა მოგვარებული იქნება და გარემოც ნაკლებად დაზიანდება", - წერს Bloomberg.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა