მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: აშშ-ში წინასადღესასწაულო გაყიდვებმა ყველა რეკორდი მოხსნა

5e087203dcf30
მარიამ ადამია
30.12.19 00:01
1333
Bloomberg-ის ინფორმაციით, წინასადღესასწაულო გაყიდვებმა აშშ-ში მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, განსაკუთრებით კი, სუპერ-შაბათს. სწორედ ამ დღეს, 34 მილიარდ 4 00 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა შტატში და ყველა რეკორდი მოხსნა. ყველაზე დიდი მოთხოვნა მეგატრეიდერების „დიდ ოთხეულზე“ დაფიქსირდა; ესენია: Walmart, Amazon, Costco და Target.

ექსპერტები რეკორდულად გაზრდილ გაყიდვებს აშშ-ში უმუშევრობის შემცირებას უკავშირებენ. კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც იკვეთება, არის ის ფაქტი, რომ უფრო მეტი მყიდველი გადავიდა ონლაინ შოპინგზე და სიარულში დროს აღარ კარგავს. შედეგად, ამ სეზონზე ონლაინ მაღაზიებში გაყიდვების მოცულობამ 58%-ით მოიმატა, ხოლო სავაჭრო ცენტრებში ვიზიტების რაოდენობა შესაბამისად, შემცირდა.

გარდა ამისა, „სუპერ შაბათის“ გაყიდვებმა, „შავ პარასკევსაც“ გადააჭარბა. ამ დღეს გაყიდვებმა 10%-ით მოიმატა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და $31 მილიარდს გადააჭარბა. კიდევ ერთი რეიტინგული დღე 14 დეკემბერი იყო -„კიბერორშაბათი“, როდესაც, 19 მილიარდ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა ინტერნეტ-შოპინგის დროს, თუმცა „სუპერ პარასკევი“ მაინც ლიდერია.