მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: ავიაკომპანია Emirates-ი რუსეთში ოპერირებას გააგრძელებს

624313eddd40e
მარიამ ადამია
29.03.22 23:40
856

“ავიაკომპანია Emirates რუსეთში ოპერირებას გააგრძელებს, რადგან რუსებს აქვთ სრული უფლება სანქციების მიუხედავად, გააგრძელონ მოგზაურობა”, - ამის შესახებ Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, ტიმ კლარკმა ისაუბრა. 

„ეს სანქციები არ არის კონკრეტულად რუსების წინააღმდეგ მიმართული და ჩემი აზრით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა მათზეც ისევე იმოქმედა, როგორც სხვებზე“, - თქვა მან. 

კლარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Emirates რეგულარულ ფრენებს რუსეთში მანამ განახორციელებს, სანამ ავიაკომპანიის მფლობელი, დუბაის მთავრობა მას მხარს დაუჭერს. 

ამჟამად ავიაკომპანია, ყოველდღიურად მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ორ რეისს ასრულებს. რუსების მხრიდან მოთხოვნა კი, Emirates-ის ხელმძღვანელის თქმით, საკმაოდ მაღალია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, საჰაერო სივრცის გამოყენების ორმხრივი აკრძალვის ფონზე, რუსული და ასევე უცხოური ავიაკომპანიები იძულებული გახდნენ, ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეემცირებინათ. Emirates კი ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ რამდენიმე ავიაკომპანიიდან, რომელიც რუსეთს დანარჩენ მსოფლიოსთან აკავშირებს.

ავიაკომპანია Emirates-ის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიაკომპანია ამჟამად მომგებიანია და საწვავზე ფასების ზრდასაც კარგად უმკლავდება, თუმცა უახლოეს მომავალში ბილეთებზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ.