კრისტის აუქციონის სახლი პირველად ისტორიაში ლოტს კრიპტოვალუტებით გაყიდის. ბლუმბერგის ინფორმაციით, გადახდის ამ გზით მხოლოდ მხატვრის ბიპლის კოლაჟი, ანუ პირველი ციფრული ხელოვნების ნიმუში, გაიყიდება. ის 5000 ინდივიდუალური სურათისგან შედგება, რომლებიც 2007 წლის პირველი მაისიდან ყოველდღიურადაა გადაღებული. ბიპლის ნამუშევრის რეალური ღირებულება უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ბიპლის ნამუშევარი სრულად ციფრულია და აუქციონში გამარჯვებული მხოლოდ დაშიფრულ ფაილს მიიღებს, ნაცვლად რაიმე ხელოვნების ფიზიკური და ხელშესახები ნიმუშისა.
თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტის ნოა დევისის აზრით, ნამუშევრის შესყიდვის მსურველებს შორის კოლექციონერების ისეთი თაობაც კია, რომლებიც დიდი ხანია ციფრული ხელოვნების გამოჩენასა და განვითარებას ელოდნენ და ყურადღების გარეშე არ დატოვებდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიცაა ილონ მასკი და ჩამათ პალიჰაპიტია, რომელთათვისაც ციფრული სამყარო არა მხოლოდ მომავალი, არამედ რეალური აწმყოა.
მათი თქმით, ეს ციფრული ვალუტისა და აქტივების შემდეგი საზღვარია. ჯერჯერობით მხოლოდ ამ ნამუშევარზეა საუბარი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად სააუქციონო სახლის საკომისიო მყიდველმა დოლარში უნდა აანაზღაუროს.
ფაქტია, რომ ჯერ კრიპტოვალუტასთან სამყარო სრულად ადაპტირებული არ არის, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამას ბევრი დრო არ დასჭირდება. ხოლო ის ფაქტი, რომ კრისტი მზადაა პირველად მიიღოს კრიპტოვალუტა, უფრო მეტს ამბობს აუქციონის სახლის მცდელობაზე ახალი აუდიტორიის მოსაპოვებლად, ვიდრე ტრადიციული ხელოვნების ბაზრის გარკვეულ ცვლილებებზე. როგორც კრისტიში ამბობენ, გადახდის ასეთი ვარიანტი ხელმისაწვდომი ნამდვილად არ იქნება ყველა აუქციონზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი