მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: ძვირად ღირებული რესტონებისთვის ახალი ეპოქა იწყება

5ec6acb703107
მარიამ ადამია
21.05.20 22:20
1552
ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ, მიშელინის ვარსკვლავების მქონე რესტორანში სტუმრებს, რომლებსაც აუცილებლად წინასწარ აქვთ დაჯავშნილი მაგიდა, ადგილზე კონვერტი ხვდებათ, რომელშიც მოთავსებულია ნიღაბი. უზომავენ სიცხეს და უსვამენ სამ მთავარ შეკითხვას: მოგზაურობდით თუ არა ბოლო 14 დღის განმავლობაში სადმე? გქონდათ თუ არა ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი და მესამე – გაქვთ თუ არა ინფექციის სიმპტომები. თუკი ყველაფერი წესრიგშია, მომხმარებლებს შეუძლიათ სადეზინფექციო სკანერში გავლა და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შეუძლიათ კერძის შეკვეთა და შეფ-მზარეულის შედევრების დაგემოვნება, რომელიც ასევე პირბადით მუშაობს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

მსგავსი წესები შეიმუშავეს რესტორნებმა ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზსა და კიდევ ბევრ ქალაქში. მაგრამ უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით აზრები ორად იყოფა. გამომდინარე იქედან, რომ ერთი ნაწილი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ გადარჩეს, აღადგინოს მუშაობა და შეზღუდულად, თუმცა მაინც მოემსახუროს კლიენტებს. მეორე ნაწილი კი, თავს იკავებს გახსნისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგულაციებმა შესაძლოა, რესტორანს ის ატმოსფერო დაუკარგოს, რომელიც ამ დრომდე უამრავ ადამიანს აერთიანებდა ერთ სივრცეში. ამიტომაც ინარჩუნებენ სახლში მიტანის სერვისს, იმისათვის, რომ ბიზნესი არ გაკოტრდეს.

აზიაში ამ რეგულაციებს გაცილებით რბილად შეხვდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ადამიანები პანდემიამდეც მიჩვეულები იყვნენ ნიღბით სიარულს, ამიტომ იცავენ წესებს და ფრთხილად მუშაობენ ყველაფრის აღდგენაზე, გამომდინარე იქედან, რომ შემოსავლები ამ ბიზნესში, როგორც მინიმუმ 30% შემცირდა მიმდინარე წელს გასულ პერიოდთან შედარებით, გათავისუფლდნენ ადამიანები სამსახურიდან და შესაბამისად მფლობელები დროს არ კარგავენ ძველი პოზიციების დასაბრუნებლად.

კვების ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ ეს მიმართულება ძალებს მალე მოიკრებს და აინაზღაურებს ჩავარდნილ დღეებს, გამომდინარე იქიდან, რომ კარგი საკვები და ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის იქნება მთავარი გასართობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი პანდემიის შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს საზოგადოება მონატრებულია.

პარალელურად, ძვირად ღირებულ რესტორნებს, თანამშრომელთა სიმცირის გამო, მოუწიათ მენიუს შემცირება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და შეზღუდვების დაცვა სექტემბრის ბოლომდე მოუწევთ, შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.