მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: ელექტროსიგარეტის ოპონენტები ინდუსტრიასთან კომუნიკაციაზე უარით საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ზიანის ქვეშ აყენებენ

5e6b4e8dc7a50
ჯო ნოკერა
13.03.20 13:07
1726
სტატია თავდაპირველად Bloomberg-ის საავტორო სვეტში გამოქვეყნდა

აშშ-ში მეოთხედი საუკუნის წინ, თამბაქოს ინდუსტრიის ხმას Altria-ს ხელმძღვანელი სტივ პერიში წარმოადგენდა. ამ პერიოდში თამბაქოს მწარმოებელთა მიმართ მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობდა.

FDA-ის (ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) თამბაქოს პროდუქტების რეგულირებას ცდილობდა, ამ კომპანიებში დასაქმებულთა ნაწილი კი მამხილებლად იქცა და “დიდი თამბაქოს” საქმიანობის შესახებ დამაზიანებელ ინფორმაციას ასაჯაროებდა.

ამ დროს, სტივენ პერიშის, როგორც თამბაქოს ლობისტის საქმეს, აღნიშნული ცნობების უარყოფა და საპასუხო შეტევა წარმოადგენდა. ამ დროს თამბაქოს ინდუსტრია მცდარ განცხადებებს აკეთებდა, თითქოს სიგარეტები მიჩვევას არ იწვევდა, ხოლო მათ წინააღმდეგ მოქალაქეთა მიერ წარმოებული საქმეები კი უსაფუძვლო იყო.

ადრე თუ გვიან, სტივენ პერიშმა გააცნობიერა, რომ მის ოპონენტებთან მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა არ არსებობდა. როგორც კი პერიში მათთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდა, მან გააცნობიერა, რომ მის ოპონენტებს ლეგიტიმური წუხილი ამოძრავებთ, თამბაქოს ინდუსტრია კი წლების განმავლობაში ყველა ბრალდებას უარყოფდა. “ეს იყო ჩვენი რიტორიკა” - მოგვიანებით განაცხადა სტივ პერიშმა. საბოლოოდ ამ პროცესში თამბაქოს კომპანიებმა ჯარიმებს სახით $246 მილიარდი გადაიხადეს, სიგარეტის მარკეტინგზე კი მკაცრი რეგულაციები დაუწესდათ.

ეს ისტორია ერთი მიზეზის გამო გავიხსენე. გასულ კვირაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია Vital Health-მა გამართა შეხვედრა თემაზე “ელექტრონული სიგარეტი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზიანი თუ ზიანის შემცირება?” - თუმცა, ეს არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით შემდგარი ობიექტური დისკუსია.

ღონისძიების ერთ-ერთმა სპიკერმა, არასრულწლოვნებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის თემებზე მომუშავე ორგანიზაციის პრეზიდენტმა მეთიუ მეიერსმა არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარების შესახებ დაუსაბუთებელი ინფორმაცია წარადგინა და თინეიჯერებში Juul-ის გავრცელებას შეეხო. თავად Juul-ის მწარმოებელი კომპანია, Juul Labs-ი ამჟამად არაერთ სამართლებრივ დავაში არის ჩართული.

მაიერსის შემდგომ, პანელი ელექტროსიგარეტის მორიგმა კრიტიკოსმა, ჯოანა კოენმა დაიკავა, რომელიც ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტთან არსებული თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ორივე მათგანმა გააკრიტიკა ის “მცირე რაოდენობის, მაგრამ საკმაოდ გულანთებული” ადამიანები, რომლებსაც “ჯერ კიდევ სჯერათ”, რომ ელექტროსიგარეტის ფართოდ გავრცელებას მწეველთათვის ბევრად უსაფრთხო ალტერნატივის შეთავაზება და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ჯოანა კოენმა კი ისაუბრა იმის შესახებ, რომ ნიკოტინშემცველი პროდუქტები კარდიოვასკულარული სისტემას მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას აყენებს.

ამ ღონისძიებეაზე დამსწრეთა შორის რეგისტრირებულთა შორის იყო Philip Morris International-ის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში მოირა გილქრისტი. მართალია გილქრისტი “დიდ თამბაქოს” წარმოადგენს, მაგრამ ის თამბაქოს ზიანის შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკას კურირებს, მისი სამეცნიერო გუნდი კი ქმნის ახალი ტიპის ნიკოტინშემცველ პროდუქტებს, რომლებიც სიგარეტისგან განსხვავებით, მომხმარებელთა ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებენ.

ძალიან ბევრს ეჭვი ეპარება ამ ტრანზიციაში - რომ “დიდი თამბაქო” და Philip Morris-ი სერიოზულად გეგმავს უარი თქვას წვადი სიგარეტის პროდუქტებზე. თუმცა, გილქრისტი, რომელიც Philip Morris-ში გადასვლამდე დიდ ბრიტანეთში სიმსივნის საკითხებზე მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციას უძღვებოდა, აღნიშნავს რომ თამბაქოს ზიანის შემცირება კომპანიის განვითარების უმთავრესი სტრატეგია და მისი კომერციული მომავალია.

ელექტროსიგარეტების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებამდე, გილქრისტმა ღონისძიების ორგანიზატორისგან - Vital Strategies-ისგან მიიღო შეტყობინება, რომ მას ღონისძიებაზე დასწრება აღარ შეეძლო, რადგან ეს ორგანიზაციის შიდა განაწესის, კონკრეტულად კი თამბაქოს ინდუსტრიასთან კავშირის არარსებობის პოლიტიკის შესახებ ჩანაწერს ეწინააღმდეგებოდა. ღონისძიების ორგანიზატორების წერილში ეწერა:

“გვსურს განვმარტოთ, რომ არსებობს ფუნდამენტური ინტერესთა კონფლიქტი თამბაქოს ინდუსტრიასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს შორის. ჩვენი, როგორც Vital Strategies-ის მისიაა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ხარისხიან და დაცულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემასთან წვდომის შესაძლებლობა. თამბაქოს ინდუსტრიასთან მიმართებით კი ჩვენ ნულოვანი ურთიერთობის ( non-engagement policy) პოლიტიკას ვატარებთ და იგივეს გატარებას ვურჩევთ სხვა ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებსაც.”

საბოლოოდ გილქრისტმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნა პრეზენტაციასა და დისკუსიას, რომელიც ადგილზე გაიმართა. ჩვენ მეორე დღეს ვისაუბრეთ, რა დროსაც მან მითხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას დასწრების უფლება მიეცემოდა, სიტყვით გამომსვლელებს, როგორც ჯოანა კოენს, ასევე მეთიუ მეიერსს მათ მიერ წარდგენილ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვებს დაუსვამდა.

მაგალითად, ელექტროსიგარეტების წინააღმდეგ ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რომელიც ამ სესიაზე გაჟღერდა, კალიფორნიელი მკვლევარის, სტენტონ გლანცის მიერ მომზადებულ კვლევას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ელექტროსიგარეტის მოხმარება კარდიოვასკულარული დაავადებების ჩამოყალიბების და ინფარქტის რისკებს ზრდის. ეს კვლევა ელექტროსიგარეტების მოწინააღმდეგეთა მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ციტირებულია, თუმცა, არ თქმულა ის, რომ ცოტა ხნის წინ, ამერიკის გულის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალმა, ეს კვლევ და მისი დასკვნა - რომ ელექტროსიგარეტი მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ზრდის მეცნიერული გადახედვის შედეგად დაუსაბუთებლად ცნო და ის საკუთარი ჟურნალიდან მოხსნა.

არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარების შესახებ კი ამ ღონისძიებაზე მეთიუ მეიერსმა განაცხადა, რომ არ არსებობდა დასაბუთებული მტკიცებულებები იმის სათქმელად, რომ ელექტროსიგარეტი მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში ეხმარება. ამასთანავე, მეიერსმა თქვა, რომ არსებობს მრავალი მტკიცებულება იმის თქმისთვის, რომ ეს პროდუქტები თინეიჯერების სულ უფრო მზარდი რაოდენობის მიჩვევას იწვევს. მართალია, ზრდასრული მწეველების შესახებ გაკეთებული განცხადება ნაწილობრივ მართალია და მათი დიდი რაოდენობა არ ამბობს უარს ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევაზე და ელექტროსიგარეტზე გადასვლაზე. თუმცა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ ელექტროსიგარეტი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ბევრად უფრო უსაფრთხოა.

Philip Morris-ი არ აწარმოებს ისეთ ელექტრონულ სიგარეტს, როგორიც მაგალითად Juul-ია. კომპანიის პროდუქტი, რომელსაც IQOS -ი ეწოდება, გახურებადი (და არა წვადი) თამბაქოს პროდუქტია. როგორც გილქრისტმა განაცხადა, IQOS-ი მართლაც მრავალი ადამიანისთვის იქცა სიგარეტზე თავის დანებების საშუალებად. მაგალითად, იაპონიაში, ამ პროდუქტმა მთლიანი ბაზრის 18% დაიკავა. რუსეთში ის ბაზრის 5%-ს შეადგენს, პორტუგალიაში 7.2%-ს.

2019 წლის გაზაფხულზე FDA-მ ამ პროდუქტის ამერიკულ ბაზარზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, FDA-მ საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთია, რომ ეს პროდუქტი “საზოგადოებრივი ჯანდაცვის განმტკიცებისთვის არის მნიშვნელოვანი”, რადგანაც ის სიგარეტთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის ტოქსინს შეიცავს.

FDA-ში კომპანიის მხრიდან შესული განცხადება იმის თაობაზე, რომ მარკეტინგში კომპანიას მიეცეს უფლება, რათა პროდუქტის რეკლამირებისას მიეცეს უფლება პოტენციურ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ეს პროდუქტი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ნაკლებად საზიანოა, რაც ამჟამად არაა დასაშვები.

როგორც გილქრისტმა მითხრა, Philip Morris -ი იზიარებს მრავალ ღირებულებას, რომელთაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებიც იზიარებენ. რომ არ შეიძლება ელექტროსიგარეტი ახალგაზრდების ხელში აღმოჩნდეს და რომ ეს პროდუქტები უნდა ექვემდებარებოდნენ რეგულაციებს, რომლებიც მეცნიერული კვლევებისა და ობიექტურად დადასტურებული მტკიცებულებების საფუძველზე არის შექმნილი.

“თუმცა ვხედავ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები ახალგაზრდების დაცვის მოტივით, ცდილობენ 40 მილიონ მწეველ ამერიკელს დააკარგვინონ შესაძლებლობა ამ პროდუქტების მოხმარების,”- აღნიშნავს გილქრისტი.

ჩემთან საუბარში გილქრისტი ამბობს, რომ დღეს Philip Morris-ი საკუთარ მომავალს სწორედ ამ პროდუქტებთან მიმართებით ხედავს. “ჩვენ გვაქვს პროდუქტი, მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულებები მისი თვისებების შესახებ და გვაქვს სურვილი, რომ ამ პროდუქტით მოვახდინოთ ცვლილება.” კომპანიის წინაშე მდგარი გამოწვევა კი მდგომარეობს იმაში თუ რა პოლიტიკას გაატარებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით და დაინახავენ თუ არა ელექტროსიგარეტის პოტენციალს ამ პროცესში.

მე მესმის, თუ რატომ არ სურთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციებს თამბაქოს კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ფაქტია, რომ “დიდი თამბაქო” ყიდის პროდუქტს, რომლის მოხმარებაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამასთან ისინი წარსულში ამ ფაქტს უარყოფდნენ. სწორედ აღნიშნული მეხსიერება არის ბარიერი იმისა, თუ რატომაც არ სურთ მათ ინდუსტრიასთან საუბარი. მეორეს მხრივ კი თავად თამბაქოს ინდუსტრია იცვლება - “მომავალი სიგარეტის გარეშე არის” ისეთი აღმასრულებლების გულწრფელი მიზანი, როგორიც გილქრისტია. იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები დაინახავენ, რომ მათ მოპორდაპირე მხარეს მდგარ ინდუსტრიას მართლაც სურს ამ ცვლილების მიღწევა.

თუმცა, ამისთვის, მხარეებს შორის ჯერ კომპრომისის პოვნა არის აუცილებელი. ფაქტია, რომ ამ დისკუსიაში თამბაქოს ინდუსტრიის დაუშვებლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ისევე, როგორც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, სტივენ პერიშმა დაინახა, რომ მის მოპირდაპირე მხარეს მართლაც სურდა გამოსავლის პოვნა, დღესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებმა უნდა დაინახონ, რომ მათ წინაშე მდგარ სექტორს რეალურად სურს ცვლილებების მიღწევა. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დისკუსია არ იყოს ცალმხრივი.

ცნობისთვის, ქართულ კანონმდებლობაში, კერძოდ კი თამბაქოს კონტროლის კანონში “თამბაქოს ახალი ნაწარმისა, გახურებადი თამბაქოს პროდუქტების და ელექტროსიგარეტების” შესახებ ჩანაწერი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. ამ დრომდე, ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას, ამ და ტრადიციული ტიპის თამბაქოს პროდუქტებს შორის.