მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: გამოჯანმრთელებული ადამიანების დაახლოებით 5-15% ხელახლა ინფიცირდება COVID-19-ით

5eb5365b77c86
ნათია თაქთაქიშვილი
08.05.20 14:50
1176
ჩინელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული მონაცმემების მიხედვით, გამოჯანმრთელებული ადამიანების დაახლოებით 5-15% ხელახლა ინფიცირდება COVID-19-ით. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Bloomberg-ი ავრცლელებს.

როგორც პეკინის უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების დირექტორი, პროფესორი ვანგ გუჯიანგი აცხადებს, პაციენტთა უმრავლესობას, რომლებსაც კორონავირუსი ხელახლა დაუდასტურდათ, არ გამოვლენიათ COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპოტომები და ამიტომ ექიმებს მეტი შრომა უწევთ ასეთი შემთხვევების გამოსავლენად. ექიმებისთვის ასევე სირთულეს წარმოადგენს რეაგირაციის მიზეზების ახსნა.

პეკინის უნივერსიტეტის პირველი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების დირექტორის განცხადებით, შიშები ხელახალა ინფიცირებასთან დაკავშირებით ჩინეთში იზრდება. მისი განცხადებით, ექიმებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ ხდება გამოჯანმრთელებული პაციენტების ხელახალი ინფიცირება და ასევე განიხილავენ საკითხს, თუ რამდენად სანდოა COVID-19-ის ტესტირების შედეგები.