23.მარტი .2020 15:18

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.29 ლარი ღირს

views 451
უკან

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 23 მარტის ვაჭრობა საქართველოს ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2985 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 3.18-ის კურსს მთელი 11 თეთრით აღემატება. 

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად პერიოდულად სავალუტო აუქციონებს მართავს, 13 და 19 მარტს გამართულ აუქციონებზე სებ-მა საკუთარი რეზერვებიდან ჯამში, $60 მლნ დოლარი გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა