მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.10 ლარი ღირს

5ed4b9aca233f
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.20 12:18
1021
Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში 1 ივნისის ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. აშშ დოლარის კურსი, რომელზეც ვაჭრობა გაიხსნა 3.15 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც ეროვნული ვალუტა 4.5 თეთრით გამყარდა და ამჟამად ერთი დოლარის ფასი 3.1047 ლარს შეადგენს. 

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ, ეს გამყარება ლარის ოფიციალურ კურსზეც მოახდენს გავლენას. 

ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 3.1761 ლარი, ერთი ევრო კი 3.5366 ლარი ღირს.