მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.22 ლარი ღირს

5f687a11d40f4
BM.GE
21.09.20 14:03
952
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარი 3.2238 ლარი ღირს. ვაჭრობა 3.22-ის ნიშნულზე გაიხსნა, რის შემდგომაც ლარი დოლართან 0.38 თეთრით გაუფასურდა.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, აღნიშნული გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც მოახდენს გავლენას. 

დღევანდელი ოფიციალური კურსით 1 დოლარი 3.2140 ლარი ღირს. 

სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით ჯამურად 15 თეთრით გაუფასურდა. 

16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.