მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 2.85 ლარია

5e00b6d14ae05
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.19 16:45
974
23 დეკემბრის ვაჭრობა საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8584 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 2.877-თან შედარებით 1.9 თეთრით ნაკლებია. 

სავარაუდოდ, აღნიშნული გამყარება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზეც აისახება, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

ოფიციალური კურსით დღეს ერთი აშშ დოლარი 2.8957 ლარი, ერთი ევრო კი 3.2186 ლარი ღირს.