მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.97 ლარი ღირს

5ed8ddf586d48
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.20 15:42
1012
4 ივნისის ვაჭრობა საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის სისტემაში ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარის ფასი 2.9750 ლარს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსთან, 3.0150-თან შეადრებით 3 თეთრით ნაკლებია. 

ეს ჯერ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ, ეს გამყარება ოფიციალური კურსის გამყარებაზეც მოახდენს გავლენას. 

რაც შეეხება ოფიციალურ კურსს დღეისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარს, ერთი ევროს ღირებულება კი 3.4087 ლარს შეადგენს.