03.ივნისი .2020 13:05

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.03 ლარი ღირს

views 385
უკან

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გამყარდა. ვაჭრობა დოლართან მიმართებით 3.07-ის კურსში დაიწყო და გასული რამდენიმე საათის განმავლობაში ის 4 თეთრით გამყარდა, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.03 ლარს შეადგენს. 

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ, ეს გამყარება ოფიციალურ კურსზეც აისახება. 

ოფიციალური გაცვლითი კურსით დღეს ერთი დოლარი 3.0772 ლარი ღირს. ბოლო ორი სამუშაო დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 10 თეთრით გამყარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა