მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის შეფასებით, პუტინის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში, რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დაბრუნდა

62f695d1b7921
ალა ისპირიანი
12.08.22 22:00
1562
Bloomberg-ის შეფასებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ, 3 თვეში, რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დაბრუნდა.

ინფორმაციაში წერია, რომ 2022 წლის დასაწყისში მზარდი რუსეთის ეკონომიკა მეორე კვარტლიდან კლებისკენ წავიდა და რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.7%-ით შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც ამას მოელოდნენ, ცენტრალური ბანკის პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო კვარტლებში კიდევ უფრო შემცირდება და 2023 წლის მეორე ნახევრამდე კლების ტენდენციას შეინარჩუნებს.

ასევე ნათქვამია, რომ საერთაშორისო სანქციებმა განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ისეთ ინდუსტრიებზე, როგორიც ავტომობილების წარმოებაა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით, 2022 წელს მშპ 4-დან 6%-მდე შემცირდება, ხოლო წლიური ინფლაცია 15%-ს მიაღწევს.