14.აპრილი .2021 15:53

Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.45 ლარი გახდა

Bloomberg-ის სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.45 ლარი გახდა
views 296
უკან

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო, კურსი 3.42 ლარის ნიშნულზე გაიხსნა და ის ამჟამად 3.45 ლარს შეადგენს შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, შესაბამისად, გაირკვევა თუ რა გავლენა ჰქონდა ამ გაუფასურებას ოფიციალურ გაცვლით კურსზე, რომელსაც სებ-ი დღის განმავლობაში დადებული გარიგებების საშუალოს გამოთვლით ადგენს. 

გუშინ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით დღეს ერთი დოლარის ღირებულება 3.4235 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის: სებ-მა აპრილის პირველ კვირაში $40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ბაზარზე შესაბამისი მასშტაბის მოთხოვნა არ იყო, რის გამოც მხოლოდ $27.5 მილიონი დოლარი გაიყიდა. ეს 2021 წლის რიგით მეხუთე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $187.5 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.