მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 3.19 ლარი ღირს

5f631fee27080
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.20 12:34
818
Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობა 3.18-ის კურსში გაიხსნა, რის შემდეგაც 1.5 თეთრით გაუფასურდა და 3.195-ს მიაღწია. ამჟამად კი ერთი დოლარის ღირებულება სისტემაში 3.19 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, ეს გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც მოახდენს გავლენას. გუშინდელი ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარი 3.1547 ლარი ღირს. 

გუშინვე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.