Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეინიშნება.
28 თებერვალს ვაჭრობა 2.7995-ის კურსით გაიხსნა, თუმცა შემდგომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.1 თეთრით გამყარდა, შედეგად ამჟამად ერთი დოლარი 2.7781 დოლარი ღირს.
ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა, თუმცა, სავარაუდოდ ის ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსზეც აისახება, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.