19.მარტი .2020 11:30

Bloomberg: იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა

views 1005
უკან

იტალიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა 99%-ს თანმდევი ან ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ამის შესახებ ინფრომაციას Bloomberg ავრცელებს.

რომის კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ფატალური შემთხვევებიდან მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა თანმდევი დაავადება. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობას მინიმუმ სამი თანმდევი დაავადება ჰქონდა, ხოლო გარდაცვლილთა მეოთხედს ერთი ან ორი.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა 75%-ს ქონდა მაღალი სისხლის წნევა, დაახლოებით 35%-ს დიაბეტი და მესამედს გულ-სისძარღვთა დაავადებები.

კვლევებმა ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 63 წელია, გარდაცვლილები კი უფრო ასაკოვნები არიან. იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი დაახლოებით 79.5 წელია. 17 მარტის მონაცემებით, 17 ინფიცირებული გარდაიცვალა 50 წელს ქვემოთ, ხოლო 40 წელს ქვემოთ გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობა მამაკაცია სერიოზული თანმდევი დაავადებებით.

19 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 80,928 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2,978 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4,025 ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა