მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-მა ივანიშვილი 500 უმდიდრესი ადამიანის სიიდან ამოიღო

60b769bd6400a
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 15:27
1345
Bloomberg-მა მილიარდერების სია განაახლა - პლანეტის 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილის სახელი აღარ ფიგურირებს, რისი მიზეზიც მისი ქონებრივი მდგომარეობა გახდა. ივანიშვილის ქონების მოცულობას სხვა მილიარდერებმა გადააჭარბეს, შედეგად, ექსპრემიერმა რეიტინგი დატოვა. 

მაისის ბოლოსთვის Bloomberg-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $5.85 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ამ მაჩვენებლით გლობალურ რეიტინგში 476-ე ადგილსაც იკავებდა, თუმცა განახლებული მონაცემებით, სიის ბოლო, მე-500 ადგილზე მყოფი პირის - პეტ სტრაიკერის ქონება, რაც $5.93 მილიარდს შეადგენს, ივანიშვილის მაჩვენებელს აღემატება, რის გამოც ქართველი ოლიგარქი სიაში აღარაა. 

Bloomberg-ისგან განსხვავებით Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბევრად უფრო მცირეა და $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს 589-ე უმდიდრესი მოქალაქეა. Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

2020 წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ქონების შესახებ გამოქვეყნებული შეფასებები გადაჭარბებულია. 

“ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული მონაცემებია. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს”, –  ჟურნალ Entrepreneur-თან განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.