მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: პანდემიის შემდეგ ყავაზე მოთხოვნა მცირდება

5f1290d62d480
მარიამ ადამია
18.07.20 23:10
1526
საყოველთაო კარანტინისა და დისტანციური სამუშაო გრაფიკის ამოქმედების პარალელურად, ადამიანები გაცილებით ნაკლებ ყავას სვამენ დღის განმავლობაში და ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა მსოფლიოში. როგორც აღმოჩნდა კორონავირუსის ეფექტი ყავის ინდუსტრიაზე, ისევე როგორც ყველა მიმართულებაზე, დრამატულად აისახა. ეს ფაქტი ნაწილობრივ დახურულმა კაფე/რესტორნებმა განაპირობა, რომლებზეც როგორც წესი მოთხოვნის 25%-ი მოდის. თუმცა ის ობიექტები, რომლებიც ეტაპობრივად იხსნებიან, მომხმარებლების მკვეთრ მატებას მაინც არ ელოდებიან, გამომდინარე იქედან, რომ ოფისების უმეტესი ნაწილი ერთი წლით დაიხურა და დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.

bloomberg-ის ინფორმაციით, განსაკუთრებული დარტყმა იმ ყავახანებს მიადგა, რომელთა ბიზნეს-მოდელი აწყობილი იყო ადამიანებზე, რომლებსაც დილით სამსახურში ეჩქარებათ და გზად აუცილებლად ყიდულობდნენ ფინჯან ყავას, ან შესვენებაზე მაინც გაირბენდნენ მის საყიდლად.

ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი კლინეტი დაკარგა Dunkin’ -მა. ხოლო Starbucks-მა დროულად გადააწყო ბიზნეს-მოდელი და ცვლილებებიც შეიმუშავა ფორმატში. თუმცა ყველაზე ეფექტიანი გამოსავალის პოვნის შემთხვევაშიც კი, ზარალი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია მომხმარებელთა შემცირებულ რაოდენობას მაინც ვერ შეცვლის. სამაგიეროდ მოიმატა სურსათის მაღაზიებში დაფასოებულ ყავაზე მოთხოვნამ. ანუ ადამიანები ჯერ ერთი, რომ იმარაგებდნენ იზოლაციის დროს მას და მეორე მხრივ, თავად გაცილებით ხშირად დაიწყეს მისი მომზადება.

ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა სამსახური დააკარგვინოს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 125 მილიონ ადამიანს, რადგან კომპანიები ვერც ხელფასებს იხდიან და ვერც ფერმერებისგან შეძენილი მარცვლებისა თუ მზა ყავის ხარჯს ისტუმრებენ. რაც შეეხება ღირებულებას, ის შემცირდა, ხოლო Citigroup-ის პროგნოზით ეს ტენდენცია გაგრძელდება და მაგალითად ყავა არაბიკას ღირებულება დაახლოებით 10%-ით დაიკლებს.