19.აგვისტო .2019 16:10

Bloomberg: პუტინი-მაკრონის შეხვედრა - ტრამპი საფრანგეთს ემუქრება

views 4325
უკან

მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქალაქ ბრეგანსონში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში ფრანგ კოლეგასთან მოსალაპარაკებლად ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მორიგი მწვავე მუქარა ისმის; ამჯერად - საფრანგეთის მისამართით.

დონალდ ტრამპი ევროპულ სახელმწიფოს "ღვინის ომით" ჯერ კიდევ ივლისის ბოლოსკენ დაემუქრა, თუმცა როგორც დღეს მსოფლიო მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი უკვე სერიოზულად განიხილავს, 100-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას ფრანგული ღვინოს იმპორტზე.

ეს კი საფრანგეთისთვის "ღვინის ომის’’ გამოცხადებას ნიშნავს, რადგან ამერიკა ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია.

როგორც Bloomberg იტყობინება, ვაშინგტონში საფრანგეთისთვის საბაჟო გადასახადის, 100 პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ განხილვებს ამ კვირაში დაიწყებენ. 


აღსანიშნავია, რომ ფრანგული ღვინო დონალდ ტრამპმა აქამდეც არაერთხელ გააკრიტიკა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა 26 ივლისს ოვალურ ოფისში განაცხადა, მას ფრანგული ღვინო არ მოსწონს.

"მე ამერიკული ღვინო ბევრად მირჩევნია ფრანგულს, მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს არ ვსვამ", აღნიშნა ტრამპმა მეღვინეებთან შეხვდრისას.