გავლენიანი ბიზნეს-პორტალი Bloobmerg-ი საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტზე და რუსეთში არაბულ ინვესტიციაზე სტატიას აქვეყნებს. როგორც სააგენტო წერს, ვლადიმერ პუტინის საუდის არაბეთში სტუმრობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებაზე მიუთითებს. თუმცა, გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ მოსკოვი სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო ხდება იმით, რომ ამ ურთიერთობებს რუსეთისთვის ეკონომიკური
სარგებელი არ მოაქვს.
როგორც Bloobmerg-თან საკონსულტაციო ფირმის Moscow Policy Group-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი პოტემკინმა განაცხადა, "რუსეთისა და საუდის არაბეთის ურთიერთობები კარგია მხოლოდ გარედან, მაგრამ მათ სიღრმე არ გააჩნიათ". როგორც ის აღნიშნავს,"OPEC+"– ის გარიგების დადების სანაცვლოდ, საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ რუსეთი მომგებიან ინვესტიციებსა და შესანიშნავ ბიზნესშესაძლებლობებს მიიღებს, რაც, სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა".
რუსეთმა და OPEC-მა ხელშეკრულება ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისთვის წარმოების შეზღუდვის შესახებ 2016 წლის ბოლოს დადეს. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის აპრილამდე დღეში 1.2 მილიონი ბარელი ნავთობის შემცირება იგეგმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც Bloomberg წერს, 2015 წელს, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი პუტინს რუსეთის ეკონომიკაში 10 მილიარდი დოლარს ჩადებას დაჰპირდა, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ ამდროისთვის ამ თანხის მხოლოდ მეოთხედის ინვესტირება განხორციელდა.
საუდის არაბეთის პრინცმა მაშინ, ასევე ხელი მოაწერა მოსკოვიდან სარაკეტო თავდაცვითი სისტემების S-400-ის შეძენის შესახებ მემორანდუმს. მაგრამ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ამის შემდეგ რეალურად აღარ გაგრძელებულა. როგორც Bloomberg-ი მიანიშნებს, შესაძლოა საუდის არაბეთს აშშ-ის პოტენციური სანქციების ეშინია და ამ რისკზე წასვლას არ აპირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ