მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: რუსეთში ფრენის აკრძალვის გამო, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავიამარშრუტი გაჩნდა

624409028734a
მარიამ ადამია
30.03.22 23:23
4624

ჰონკონგის წამყვანი ავიაკომპანიების მფლობელი Cathay Pacific-ი, ჰონკონგი-ნიუ-იორკის რეისს, რუსეთის გავლით აღარ განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარშრუტის განხორციელება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს. ანუ თუკი Cathay Pacific-ს აქამდე ნიუ-იორკიდან ჰონკონგში და პირიქით საფრენად, არქტიკისა და რუსეთის გავლით 12 990 კმ-ის გავლა სჭირდებოდა, რასაც, ჯამში, 15 საათში ფარავდა, ახლა ატლანტის ოკეანიდან - დიდი ბრიტანეთის, ევროპის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის გავლით იფრენს. მარშრუტის სიგრძე კი, 16 618 კმ-ია და მას 17 საათი დასჭირდება.

FlightRadar24-ზე დაყრდნობით, აქამდე ყველაზე გრძელი მარშრუტი სინგაპური-ნიუ-იორკი იყო, რომლის სიგრძეც 15,349 კმ-ია და რომელსაც ავიაკომპანიები დაახლოებით 17,5 საათში ფარავდნენ. ახალმა მარშრუტმა კი, ამასაც გადააჭარბა. კომპანია Cathay Pacific-ის წარმომადგენლის თქმით, სეზონური ქარის გამო, მარშრუტი ატლანტის ოკეანეში უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ფრენა წყნარ ოკეანეში. კომპანია, რუსეთის ირგვლივ უკვე დაფრინავს, მაგრამ წყნარი ოკეანის გავლითა და ლოს-ანჯელესში შუალედური გაჩერებით. ახალ მარშრუტს კი, დამატებითი დაშვება აღარ დასჭირდება.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მეზობელმა ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურეს. თავად რუსეთმაც, 36 ქვეყნის ავიაკომპანიას დაუხურა ცა, თუმცა მათ შორის ჩამონათვალში არ იყო არც ჰონკონგი და არც ჩინეთი, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ცას აკრძალული ქვეყნებიდანაც იყენებდნენ ავიაკომპანიები, მოუწიათ სრულად დახურვა.

გარდა ამისა, ავსტრალიური Qantas Airways-ი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენის განხორციელებას გეგმავს. მგზავრობა 20-საათიანი იქნება და სიდნეიდან ლონდონსა და ნიუ-იორკში იფრენს.