14.თებერვალი .2020 12:50

Bloomberg: საქართველოს ჩრდილოვანი ხელმძღვანელი ვაშინგტონში ახალ ლობისტს ქირაობს

views 403
უკან

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ვაშინგტონში ახალ ლობისტს ქირაობს,- ამის შესახებ Bloomberg-ი წერს .

გამოცემა ბიძინა ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსს" უწოდებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის ჩრდილოვანმა ხელმძღვანელმა ხელშეკრულება გააფორმა იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-თან. მომსახურების ყოველთვიური საფასური 75 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ხანგრძლივობა - 2021 წლის იანვრამდეა განსაზღვრული.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანია ქართულ ოცნებას ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.

გამოცემის ცნობით, ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდა, რაც აშშ-ს სენატორებმა შეშფოთების წერილი გამოუგზავნეს საქართველოს პერმიერ მისნისტრ გიორგი გახარიას. წერილში სენატორები შეშფოთებას გამოხატავდნენ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც "უკანონო დაკავებებს და არადემოკარიტული ინსტიტუტების შექმნას უკავშირდება".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა