მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

600a98310a07e
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.21 23:00
3225
Bloomberg-ის მონაცემებით, საქართველოს 2021 წლისთვის 186,000 მოქალაქისთვის, ანუ მოსახლეობის 5%-ისთვის სამყოფი ვაქცინების შესახებ აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

თუმცა, ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, წელს მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა არის დაგეგმილი. თუმცა, მყარად გაფორმებული კონტრაქტის სახე ამ გეგმას ჯერ არ აქვს, რაზეც მისი საპროგნოზო ბიუჯეტიც მეტყველებს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაქცინაციის კამპანია 64-დან 158 მილიონ ლარამდე დაჯდება - თითქმის 100 მილიონიანი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, საბოლოოდ მასშტაბური ვაქცინაცია რომელი მწარმოებლების ვაქცინებით მოხდება.

რა მონაცემებს დაეყრდნო Bloomberg-ი, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველოს ამ დროისთვის მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინების შესყიდვის შესახებ აქვს კონტრაქტი გაფორმებული?

როგორც სტატიის მეთოდოლოგიაში არის ნათქვამი, მათ თითოეული ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამების შეფასებისთვის აიღეს მხოლოდ ის მოცულობები, რომელთა შესახებაც უკვე დადებულია შეთანხმებები. საქმე იმაშია, რომ ქვეყნები ხშირად ვაქცინების შესაძენად “ოფციურ” კონტრაქტებს აფორმებენ. ეს ნიშნავს, რომ X ქვეყანამ შეიძლება დადოს ხელშეკრულება 100,000 დოზა ვაქცინის შესყიდვაზე და ამასთანავე აიღოს “ოფცია” 500,000 დოზის შესყიდვისთვის. Bloomberg-ის სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია კი უშუალოდ დაკონტრაქტებული ვაქცინების მოცულობას ეხება. 

საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა:

ამოცანა

შერჩეული ვაქცინის ეფექტურობა და მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნიტეტი (გადატანილი დაავადების შედეგად) განსაზღვრავს იმუნიზაციით საჭირო მოცვის მაჩვენებელს, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს რომ დაიცვას მოსახლეობა და გახსნას ეკონომიკა, ამიტომ 2021 წლის საორიენტაციო (და ამბიციური) სამიზნეა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის მოცვა ვაქცინით;

ძირითადი დაშვებები

ვაქცინების გამოცდა-რეგისტრაციის მუდმივად ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება გეგმის ადაპტირება, განახლება;

იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდებაჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფების მოცვა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.

სამიზნე რაოდენობა და მოცვის ეტაპები:

მაღალი რისკისა და ესენციური ჯგუფები სულ 839 474 პირი:  

•ჯანდაცვის სექტორის მუშაკები - სამიზნე - 71 415, მოცვა - 60%, მოცვა - 46 420;
•ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიცირები და პერსონალი - 2 600, 60%, 1 560;
•>75 ასაკის პირები - 226 800, 60%, 136 080;
•65-74 ასაკის პირები - 329 183, 60%, 197 510;
•ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები - 180 373, 60%, 108 224;
•55-64 წლის ასაკის პირები - 478 400, 60%, 287 040;
•18-54 ქრონიკური დაავადების მქონე პირები - 89 400, 60%, 53 640;

მოსახლეობის სხვა ჯგუფები: 1 434 567, მოცა 60%, 860 740 პირი.
სულ ჯამში - 1 691 214 პირი.

გეგმის მიხედვით, დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყენას დასჭირდება დაახლოებით 3 979 300 დოზა ვაქცინა.

ეროვნული გეგმისთვის პერსპექტიული ვაქცინები

•ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გეგმა მოქნილია და ითვალისწინებს ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინის გამოყენებას, შემდეგი დაშვებებით:

- 800C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის გამოყენებას 200 000 დოზის მოცულობით და მხოლოდ I-ლი პრიორიტეტული და სხვა ორგანიზებული ჯგუფებისთვის

ან

- 200C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის გამოყენებას 200 000 დოზის მოცულობით და მხოლოდ I-ლი პრიორიტეტული და სხვა ორგანიზებული ჯგუფებისთვის (თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისაღები დოზების მოცულობის გაორმაგება)

და  

უმეტესწილად 2-8C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის გამოყენებას მოსახლეობის ყველა დანარჩენი ჯგუფებისთვის რადგან ქვეყნის ცივი ჯაჭვი და იმუნიზაციის სისტემა უფრო მეტად ამგვარ ვაქცინებზეა მორგებული

აღნიშნული დაშვებები ეფუძნება ვაქცინების მსოფლიო ბაზარის არსებულ რეალობას, კერძოდ:

•არსებული მონაცემებით ვაქცინის მწარმოებელთა უმეტესობა გეგმავს 20C -80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის წარმოებას, ორი გამონაკლისის გარდა, რომლებსაც -800C და-200C ტემპერატურა ჭირდებათ
•2021 წლის პირველ ნახევარში ვაქცინების მოსალოდნელი მოცულობა, რომელთაც გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ექნებათ 1.5-2.7 მილიარდ დოზას არ გადააჭარბებს, მოცულობების ზრდა უფრო 2021 წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი ≈ 3.6 მილიარდი დოზა და უმეტესი ვაქცინები იქნება 20C -80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა.
•და ბოლოს COVAX-ის ფონდის მიერ შეკვეთილ ვაქცინებში უდიდესი წილი 20C -80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინებია.


პერსპექტიული ვაქცინების შერჩევის კრიტერიუმი

ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვაქცინის იმპორტისთვის სავალდებულო კრიტერიუმებია:
ვაქცინა იყოს აღიარებული ჯანმო-ს მიერდა შეყვანილი ან გადაუდებელი გამოყენების სიაში ან გავლილი ჰქონდეს პრე-კვალიფიკაცია  

ან

ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან,როგორიცაა FDA (აშშ), EMA (ევროგაერთიანება), გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. (სულ 37 ქვეყნის მარეგულირებელი)

•შესაბამისად გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ
•2021 წლის 14 იანვრის მონაცემებით ამგვარი ვაქცინა მხოლოდ სამია, თუმცა მოსალოდნელია ეს სია მნიშვნელოვნად გაფართოვდეს 2021 წლის მე-II და III კვარტალში

ვაქცინაციისთვის შერჩეული დაწესებულებები:

მოკლე ვადაში მოსახლეობის 60%-ის მოცვას დასჭირდება იმუნიზაციაში ჩართული ქსელის გაფართოვება, რაც მოხდება შემდეგნაირად:

საავადმყოფოები
•საკუთარი სამედიცინო პერსონალის ასაცრელად
•მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფების ასაცრელად
•-800C ვაქცინის შემთხვევაში მოხდება მხოლოდ სპეციალურად შერჩეული დაწესებულებების მობილიზაცია

არსებული იმუნიზაციის კლინიკები
•საკუთარი და მიმაგრებული სამედიცინო პერსონალის ასაცრელად
•პრიორიტეტული ჯგუფების და დანარჩენი მოსახლეობის ასაცრელად

მობილური ბრიგადები
•ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების ბენეფიციარები და მომვლელები
•ბინაზე მყოფი-არამობილური მოსახლეობის ასაცრელად

მასიური ვაქცინაციის ცენტრები - დიდ ქალაქებში
•პრიორიტეტული მოსახლეობის ჯგუფების ასაცრელად
•ზოგადი მოსახლეობის ჯგუფების ასაცრელად.