მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლოქსი“ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს, ინვესტიცია 25 მილიონია

600ed1a90cf90
BM.GE
26.01.21 09:00
1262
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ის იქნება რეგიონში პირველი ევროპული სტანდარტის მქონე სავაჭრო ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ ყველა საჭირო მომსახურება.

სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 24,7 მლნ ლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მსგავსი სავაჭრო ცენტრი არ არის. იგი რეგიონში პირველი თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი იქნება, სადაც სხვადასხვა პროდუქციის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი: საკვები ობიექტები, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები, საყოფაცხოვრებო და სურსათის მაღაზიები. აღნიშნულ სივრცეში მომხმარებლები ყველანირი მომსახურების მიღებას შეძლებენ. სავაჭრო ცენტრში იფუნქციონირებს ყველა ის ბრენდი, რომელთა მოთხოვნაც ყველაზე დიდია ადგილობრივ ბაზარზე. მოლაპარაკებებს საერთაშორისო კომპანია “კუშმანი” აწარმოებს ისეთ ქსელებთან, როგორიცაა „კარფური“, „ვაიკიკი“, „მინისო“ და ასე შემდეგ. აღნიშნული პროექტის სახით სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონი შეიძენს მომხმარებელზე მორგებულ, კომფორტულ, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას" - აცხადებენ კომპანია “ბლოქსი”-ს მენეჯმენტში.
(NS)