მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტებში ტვირთბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა

62ab4360dcf4f
ნინო ტაბატაძე
17.06.22 10:10
887
საქართველოს პორტებში ტვირთები გაიზრდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. ზრდა წლიურ ჭრილში 0.5 მლნ ტონაა. გაზრდილია ტვირთბრუნვა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ჯამში პორტებზე  საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის 31.2% მოდის. 

ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის 4 თვე

• ფოთის პორტი - 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა
• ბათუმის პორტი - 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. გასულ წელთან შედარებით, ჯამში 6.5%-ით.

პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის 4 თვე

• ფოთის პორტი - 102 890 TEU (+ 4935 TEU)
• ბათუმის პორტი - 33 745 TEU ( + 3434 TEU)
• სულ - 136 635 TEU ( + 8370 TEU)