24.ნოემბერი .2019 20:07

ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო - "კენჭს ვიყრი, რომ დავამარცხო ტრამპი"

views 929
უკან

მილიარდერი ბიზნესმენი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აპირებს კენჭისყრას. საპრეზიდენტო კამპანიაში დაგვიანებით ჩართვის შესახებ ინფორმაცია ბლუმბერგმა ოფიციალურად დღეს გააჟღერა, ასე რომ ის საარჩევნო ციკლში ოფიციალურად ერთვება და დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას. ბოლო რამდენიმე კვირაა ამერიკულ მედიაში აქტიურად განიხილებოდა ეს საკითხი და არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა: აპირებდა თუ არა მილიარდერი არჩევნებში ჩართვას.

მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, მისი მიზანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამარცხებაა.

“ჩემს კანდიდატურას ვაყენებ იმისთვის, რომ დავამარცხო დონალდ ტრამპი და ავაღორძინო ამერიკა. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ კიდევ 4 წელი პრეზიდენტ ტრამპის დაუფიქრებელ და არაეთიკურ ქმედებებს ვუყუროთ”,- თქვა ბლუმბერგმა.

საინტერესოა, რომ მილიარდერის დაპირებებს შორის გაჟღერდა ისეთი გეგმები, როგორიცაა: გადასახადების გაზრდა მდიდრებისთვის, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის გაფართოება, იარაღის კონტროლის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და კლიმატის ცვლილებებზე რეაგირება.