მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლუმბერგი ტრამპზე 17-ჯერ მდიდარია

5dd7fb5007ae4
ნათია თაქთაქიშვილი
23.11.19 00:25
2813
ყველამ იცის, რომ დიდი განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მაგრამ ასევე დიდი განსხვავებაა მდიდრებსა და მდიდრებს შორის. ამის შესანიშნავი მაგალითი დონალდ ტრამპი და მისი კონკურენტი მაიკლ ბლუმბერგია.

დონალდ ტრამპის ქონება 3,1 მილიარდი დოლარია, ხოლო ბლუმბერგის 53 მილიარდი დოლარი.

ბლუმბერგი პირველად "ფორბის" ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში 1991 წელს გამოჩნდა, როცა მისმა ქონებამ 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ ტრამპი საკუთარი იმპერიის გადასარჩენად იბრძოდა.

ტრამპმა "ფორბსის" ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში დაბრუნება 1996 წელს მოახერხა. მისი ქონების ღირებულებამ კი 450 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მოცემული მომენტისთვის, ბლუმბერგი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობდა.

ტრამპის ქონება რეკორდულად გაიზარდა 1996-1997 წლების განმავლობაში, 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.4 მილიარდ დოლარამდე.

მიუხედავად ტრამპის ქონების მნიშვნელოვანი ზრდისა, ბლუმბერგი ბოლო პერიოდში ყოველწლიურად უფრო მეტ შემოსავლებს იღებს საკუთარი ბიზნესიდან, რომელიც დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. შედეგად იგი ტრამპზე 17-ჯერ მდიდარია.