06.სექტემბერი .2019 20:00

BMG აცხადებს ვაკანსიას 2 პოზიციაზე

views 2015
უკან

ბიზნეს მედია საქართველო (BMG) აცხადებს ვაკანსიას 2 პოზიციაზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 სექტემბერი. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს (25 სექტემბრის ჩათვლით).

სამუშაო ადგილი: თბილისი.



პოზიცია: ჟურნალისტ-რედაქტორი

სამუშაო გრაფიკი: 20:00-01:00 (ვებ-გვერდისთვის ნიუსების მომზადება-განთავსება შაბათ-კვირის გარდა; მუშაობა შესაძლებელია დისტანციურადაც.

მინიმალური ანაზღაურება: ₾500-600 ( +სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ )



მოვალეობები:

· ახალი ამბების მოძიება და დამუშავება (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);

· ვებ-გვერდისთვის ნიუსების მომზადება;

. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები) და შესაბამისი ნიუსების მომზადება და განთავსება ვებ გვერდზე;

· უცხოური და ქართული რესურსებიდან მასალის (ვიზუალური და ტექნიკური) მოძიება, დამუშავება/განთავსება;

· მოძიებული ახალი ამბების ტექსტების რედაქტირება;

. ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა და სოციალურ ქსელებში გაზიარება.



მოთხოვნები:

· ახალი ამბების სააგენტოში რედაქტორად ან მასთან გათანაბრებულ პოზიციაზე მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება;

· ინგლისური ენის ცოდნა;

· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

. მობილური ტელეფონით (სხვა პორტატული საშუალებებით) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა;

. ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარი;

· ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი;

. განსაკუთრებულ უპირატესობად ჩაითვლება ეკონომიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით გამოცდილება.



Bm.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან და სამ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@bm.ge; თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ჟურნალისტ-რედაქტორი - bm.ge”.





2. პოზიცია: ჟურნალისტი


სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (შაბათ-კვირის გარდა);

მინიმალური ანაზღაურება: ₾600 ( + სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ)

მოვალეობები:

· BMG-ის სატელევიზიო პროდუქტებიდან ნიუსების მომზადება;

. ახალი ამბების მოძიება და დამუშავება (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);

. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);

. ვებ-გვერდზე სიახლეების ატვირთვა;


მოთხოვნები:

· ახალი ამბების სააგენტოში ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება;

· ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია, რუსული ენის ცოდნაც);

· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

. მობილური ტელეფონით (სხვა პორტატული საშუალებებით) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა;

. ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარი;

· ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი;



Bm.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან და სამ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@bm.ge; თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ჟურნალისტი - bm.ge”.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა