2020 წელი ბაკურიანისთვის უწყლოდ გათენდა. თავიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო.
შვიდი წელია, ახალ წელს ბაკურიანში ვხვდებით და წყალი ცოტა ხნითაც კი არც ერთხელ წასულა.
ჯერ ყინვას დავაბრალეთ, თუმცა თანდათან გამოიკვეთა, რომ არა მხოლოდ წყალი, დენიც გრაფიკით მოგვეწოდება.
საოჯახო სასტუმროების დიდი ნაწილი უწყლობისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ჩვენთან, მაგალითად, ისეთი სურათი დაიხატა, 90-იანი წლების პერიოდშიც რომ თავში არავის მოუვიდოდა.
წარმოიდგინეთ, ახლადგარემონტებული, პატარა საოჯახო სასტუმრო, პარკის მიმდებარედ. დილით იღვიძებ და შენი სუფთა, მყუდრო და თბილი ოთახის ფანჯრიდან მხოლოდ თეთრ თოვლს და წიწვოვან ტყეს ხედავ. სამჯერადი გემრიელი კვება გარანტირებული გაქვს და დაღლილი პეროსნალიც მაინც გიღიმის, რადგან კარგად ესმის, რომ მათი ბაზარი სწორედ ჩვენნაირი ერთგული შიდა ტურისტები არიან - ბაკურიანში ძვირადღირებულ სასტუმროში დასვენების არსს რომ ვერ ხედავენ და თუ ერთხელ კარგი სერვისი მიიღეს, სულ მცირე მეორედ აუცილებლად დაბრუნდებიან.
ასეთ სასტუროებს, როგორც წესი, ძალიან დიდი მოგება არ რჩებათ, მაგრამ სამაგიეროდ, წლიდან წლამდე სტაბილურად რჩებიან ბაზარზე და პრინციპში, ბაკურიანში, ოთხ სეზონზე მუშაობენ. მათზე ინფორმაციის გავრცელება ძირითადად word of mouth-ით ხდება, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებას და შემდეგ ერთმანეთისთვის ვჯავშნით. ამიტომ ასეთი ტიპის სასტუმროსთვის ერთი უკმაყოფილო ტურისტი, საშუალოდ 10 დამატებით დაკარგულ ტურისტს ნიშნავს. არ ვიცი, ბაკურიანში რამდენად ყველა საოჯახო სასტუმროს მფლობელი თუ მენეჯერი აცნობიერებს ამ მარტივ ჭეშმარიტებას, მაგრამ, ფაქტია, იქ, სადაც ჩვენ ვისვენებთ, ეს ზედმიწევნით კარგად ესმით.
როგორც კი მიხვდნენ, რომ უწყლობა წელს ერთჯერადი პრობლემა არ იყო, სწრაფი გადაჭრის გზებზე დაიწყეს ფიქრი. ყველაზე სწრაფი კი ის აღმოჩნდა, რაც 90-იან წლებსაც შეშურდებოდა.
კიდევ ერთხელ მინდა წარმოიდგინოთ, მყუდრო და თბილი ოთახი და ყველა ორი ასეთი ოთახის კართან ერთი დიდი წყლით სავსე რკინის ქვაბი თავისი ტოლჩით, ანტისანიტარიასთან საბრძოლველად.
ჰგავს ეს ისეთ სურათს, რომელიც მეორედ მოიზიდავს ტურისტს? - არა; რომ გააქცევს ვადაზე ადრე? - უფრო მეტად.
დენის გათიშვის შედეგად, სათხილამურო ტრასებზე, საბაგიროზე დაკიდებულ, შეშინებულ ბავშვებზე და გაბრაზებულ ტურისტებზე სხვა სერიაში მოგიყვებით.
ცნობისთვის:გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გუშინ საღამოს გავრცელებული ბოლო განცხადების თანახმად, გუდაურში "რედკოს დასახლებას" წყალმომარაგება აღუდგა, ბაკურიანში კი წყლის მიწოდებისთვის სამუშაოები გრძელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის