11.ნოემბერი .2019 15:57

Bm.ge: გიორგი გახარიამ ახალი ბიზნესომბუდსმენი შეარჩია

views 1827
უკან

Bm.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ახალი კადრი უკვე შერჩეული ჰყავს.

სააგენტოს ცნობით, ირაკლი ლექვინაძეს ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ყოფილი იურისტი მიხეილ დაუშვილი შეცვლის.

დაუშვილი ეკონომიკურ საბჭოში იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პარალელურად, ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა; ხოლო მას შემდეგ, რაც გახარია შს მინისტრი გახდა, დაუშვილმაც შსს-ში გადაინაცვლა.

ბოლოს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ: ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ დაკავებული პოზიციები საკუთარი ნებით დატოვეს.

ახალ ბიზნესომბუდსმენს გიორგი გახარია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა