მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BM.GE-ის ინგლისურენოვან რედაქციას ელენე კვანჭილაშვილი უხელმძღვანელებს

5f7c5812eea95
თელარა გელანტია
06.10.20 16:26
1763
ბიზნეს-პორტალ BM.GE-ის ინგლისურენოვანი რედაქციის მთავარ რედაქტორად ელენე კვანჭილაშვილი დაინიშნა.

ელენე კვანჭილაშვილი BMG-ის არაერთი სატელევიზიო პროექტის ავტორი და წამყვანია. მათ შორისაა გადაცემა „ანალიტიკა“ tv “პირველზე“ და ასევე, ინგლისურენოვანი გადაცემა TheCheckpoints, რომელიც BMG-ის ციფრულ პლატფორმაზე გადის. პარალელურად, უკვე მეხუთე წელია ის ჟურნალ forbes Georgia-ს ერთ-ერთი აღმასრულებელი რედაქტორია.

ელენე კვანჭილაშვილი: „საქართველო დიდი მსოფლიოს ნაწილია - შესაბამისად, ყველაფერს, რაც ხდება გარეთ, გავლენა აქვს იმაზე, რა და როგორ ხდება საქართველოში და შეიძლება, ბევრად მცირე მასშტაბით, მაგრამ საქართველოსაც აქვს გარკვეული გავლენა იმაზე, თუ როგორ იქცევა დანარჩენი მსოფლიო. ამდენად, მსოფლიოს ენაზე საუბარი აუცილებელია იმისთვის, რომ ადეკვატური უკუკავშირი მიიღო. BM.ge-ს აქვს იმის ამბიცია, რომ იცის ბიზნესის ენა - მათ შორის, პირდაპირი მნიშვნელობითაც BM.ge-ს აქვს ამბიცია, მისი ხმა ისმოდეს უფრო შორს. გადაცემა The Checkpoints-მა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რასაც მხოლოდ ინტუიციით ვხვდებოდით, ინგლისურენოვან ოპერატიულ, განახლებად, სანდო და რაც მთავარია, კეთილსინდისიერ კონტენტზე არსებობს მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ“.

გიორგი ისაკაძე, BMG-ის დამფუძნებელი: „მიღმა BMG-ს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გეგმებისა, რომელიც დროებით შეფერხდა, კორონავირუსის ფონზე წამოვიწყეთ ინგლისურენოვანი ვიდეოპროექტი TheCheckpoints (სხვათაშორის სახელწოდების ავტორი ელენე კვანჭილაშვილია) და სწორედ, ეს პროექტი იყო პირველი ნაბიჯი, რომ სააგენტოს ინგლისურენოვანი მიმართულება რედაქტორების, რეპორტიორების და ანალიტიკოსების მიმართულებით გაძლიერებულიყო. ელენე კვანჭილაშვილი გამოცდილი რედაქტორია, ის წლებია უძღვება Forbes Georgia-ს, როგორც ერთ-ერთი აღმასრულებელი რედაქტორი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მკითხველი მალევე დაინახავს მისი და მთელი ჩვენი გუნდის შედეგს ინგლისურენოვანი BMG-ს სიახლეებიით“.