მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობა თებერვალში წლიურად 39%-ით გაიზარდა

603fc2ac71d23
BM.GE
03.03.21 22:10
754

Google Analytics-ის მონაცემებით, 2021 წლის თებერვლის განმავლობაში ვებგვერდ Bm.ge-ზე ჯამში 2,628,033 გვერდის ნახვა (Pageview) განხორციელდა, რაც 2020 წლის თებერვალთან შედარებით 30.5%-ით მეტია. ამასთან, ვებგვერდის უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 531,995 შეადგინა, რაც წლიურად 38.9%-ით მეტია.

ანალიტიკური სისტემის თანახმად, გასული თვის განმავლობაში Bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია, ჩვენს ვებგვერდს მკითხველთა 89% - საქართველოდან; 3.7% - აშშ-დან; 1% - გერმანიიდან სტუმრობდა.

რაც შეეხება მკითხველთა განაწილებას მოწყობილობების მიხედვით, Google Analytics-ის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ვიზიტების 56% ანდროიდის, 28% - IOS-ის და 14% კი Windows-ის ოპერაციული სისტემით განხორციელდა.

ჩვენს Facebook გვერდზე კი, 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, "მომწონებლების" რაოდენობა 132,892-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში Facebook გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. BMG Facebook-ში ყოველთვიურად საშუალოდ 1,200,000-დან 1,500,000 უნიკალურ ჩვენებას აგენერირებს. 1,100,000-დან 1,300,000-მდე რეაქცია ხორციელდება პოსტებზე (მოწონება, კომენტარი, გაზიარება, კლიკი), ასევე, განთავსებულ ვიდეოებს სოციალურ მედიაში ყოველთვიურად საშუალოდ 1,300,000-დან 1,450,000-მდე ნახვა აქვს.