მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bm.ge-ის მკითხველთა რიცხვი იზრდება - სტატისტიკა

6073326bb830b
BM.GE
11.04.21 21:17
826
Google Analytics-ის მონაცემებით, 2021 წლის მარტის განმავლობაში ვებგვერდ Bm.ge-ზე ჯამში 3,134,437 გვერდის ნახვა (Pageview) განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით 9.84%-ით მეტია. ამასთან, ვებგვერდის უნიკალური მომხმარებლის რაოდენობამ 601,899 შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 5.74%-ით მეტია.

ანალიტიკური სისტემის თანახმად, გასული თვის განმავლობაში Bm.ge-ის მომხმარებლის განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია, ჩვენს ვებგვერდს მკითხველთა 89% - საქართველოდან; 3.2% - აშშ-დან; 1% - იტალიიდან და და 1% გერმანიიდან სტუმრობდა. რაც შეეხება მკითხველთა განაწილებას მოწყობილობების მიხედვით, Google Analytics-ის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ვიზიტების 54% ანდროიდის, 30.4% - IOS-ის და 14% კი Windows-ის ოპერაციული სისტემით განხორციელდა.

ჩვენს Facebook გვერდზე კი, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, "მომწონებლების" რაოდენობა 135,926-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში Facebook გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა. BMG Facebook-ში ყოველთვიურად საშუალოდ 1,200,000-დან 1,500,000 უნიკალურ ჩვენებას აგენერირებს. 1,100,000-დან 1,300,000-მდე რეაქცია ხორციელდება პოსტებზე (მოწონება, კომენტარი, გაზიარება, კლიკი), ასევე, განთავსებულ ვიდეოებს სოციალურ მედიაში ყოველთვიურად საშუალოდ 1,300,000-დან 1,450,000-მდე ნახვა აქვს.