მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BM.Ge ორ ჟურნალისტს ეძებს - ვაკანსია

5dcaab3633dee
თელარა გელანტია
12.11.19 20:00
4726
„ბიზნეს მედია-საქართველო“ (BMG) ორ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.  განცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი. გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს (30 ნოემბრის ჩათვლით). სამუშაო ადგილი: თბილისი.

1. პოზიცია: ჟურნალისტი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი (ვებ-გვერდისთვის ნიუსების მომზადება-განთავსება, თვეში ერთხელ მორიგეობა შაბათ-კვირას);

ანაზღაურება: 1200 ლარი ( +სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ )

მოვალეობები:

· ახალი ამბების მოძიება და დამუშავება (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები); BMG-ის და სხვა სატელევიზიო პროდუქტებიდან ნიუსების მომზადება;
. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები) და შესაბამისი ნიუსების მომზადება და განთავსება ვებ გვერდზე;
. ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა.

მოთხოვნები:

· ახალი ამბების სააგენტოში ჟურნალისტად მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
. მობილური ტელეფონით (სხვა პორტატული საშუალებებით) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა;
. ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარი;
· ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი;
. განსაკუთრებულ უპირატესობად ჩაითვლება ეკონომიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით გამოცდილება.

Bm.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან და სამ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@bm.ge; თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ჟურნალისტი - bm.ge”.

2. პოზიცია: ბიზნეს ჟურნალისტი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი (ვებ-გვერდისთვის ნიუსების მომზადება-განთავსება, თვეში ერთხელ მორიგეობა შაბათ-კვირას);

ანაზღაურება: 1000 ლარი ( + სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ)

მოვალეობები:

. ბიზნეს-ნიუსების მომზადება
. მიმდინარე ამბების მონიტორინგი (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები);
. ვებ-გვერდზე სიახლეების ატვირთვა;

მოთხოვნები:

· ახალი ამბების სააგენტოში ბიზნეს ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება
· ინგლისური ენის ცოდნა
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
. მობილური ტელეფონით (სხვა პორტატული საშუალებებით) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა;
. ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარი;
· ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი;

Bm.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV-თან და სამ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@bm.ge; თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “ბიზნეს ჟურნალისტი - bm.ge”.