მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-ს ''დაზოგვის პროგრამა’’ - კომპანია ხელფასების შემცირებას აპირებს

5d9ae2897152d
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 00:10
855

მასობრივი "დაზოგვის პროგრამა" - BMW ათასობით მაღალკვალიფიციური თანამშრომლისთვის სამუშაო საათებისა და ხელფასების შემცირებას აპირებს. გადაწყვეტილება 5,000-ზე მეტ ადამიანს დააზარალებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ეკონომიკური ბიზნეს-გამოცემა "Wirtschaftswoche" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.



BMW- ში გამოცემის მიერ გავრცელებულ რიცხვებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ 40-საათიანი კონტრაქტების რიცხვის შემცირებას ნამდვილად გეგმავენ.

 

BMW-ს სურს, მოლაპარაკებები ე.წ. დაზოგვის პაკეტზე წლის ბოლომდე დაასრულოს. როგორც გერმანული მედია წერს, ის ასევე წლიური ბონუსის შეზღუდვასა და დროებითი სამუშაოს შემცირებას ითვალისწინებს.