მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-ს გაყიდვები მცირდება

5e8b613c0f750
ნათია თაქთაქიშვილი
06.04.20 22:20
1083
როგორც მსოფლიოში ცნობილმა ავტოკონცერნმა BMW-მ განაცხადა, კომპანიის გაყიდვები 20.6%-ით შემცირდა და 477,111 ავტომობილი შეადგინა პირველ კვარტალში. კომპანია გაყიდვების შემცირებას კორონავირუსის გამო დახურულ მაღაზიებს და შემცირებულ მოთხოვნას უკავშირებს. ამის შესახებ  Reuters-ი წერს.

BMW აღნიშნავს, რომ ავტოკონცერნის გაყიდვები წლის დასაწყისიდან ზრდას აჩვენებდა, მაგრამ კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა თებერვლის თვიდან ჯერ ჩინეთში, ხოლო მარტის თვიდან ევროპასა და ამერიკაში.

როგორც კომპანია აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის გამო, BMW-ს ავტოსადილერო კომპანიების 80% დახურულია ევროპის მასშტაბით, ხოლო 70% - აშშ-ს მასშტაბით.

ჩინეთის მაგალითზე, სადაც კრონავირუსის პანდემია დაიწყო, ავტოკონცერნის გაყიდვები იანვარი-მარტის თვეში 30.9%-ით შემცირდა. ხოლო ევროპაში 18.3%-ით და აშშ-ში 17.4%-ით. აღსანიშნავია, რომ BMW-ს აქციებზე ფასი 6.2%-ით გაიზარდა საერთაშორისო ბირჟებზე.