საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
BOARDROOM –ის ჟურნალში დეტალურად აღწერილია ქვეყნის ტურისტული მიმართულება, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. BOARDROOM მკითხველს დეტალურად აცნობს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს. სტატიაში აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი ზომის კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი.
„საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად ქვეყანაში 17 საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიება ეწყობა, რომელსაც საშუალოდ 400- 500 დელეგატი ესწრება. საქართველოში ტურიზმი ზრდას განაგრძობს და ქვეყანა უფრო მეტ ბიზნეს ღონისძიებას იზიდავს.
2019 წელს თბილისმა მსოფლიო გიდების ასოციაციების მე-18 საერთაშორისო კონგრესს (WFTGA) უმასპინძლა. ღონისძიებას 70 ქვეყნიდან 300 გიდი და დელეგატი ესწრებოდა.
თბილისი ქვეყნის საკონვენციო ღონისძიებების ცენტრად არის მიჩნეული, მაგრამ კონფერენციების გასამართად ადგილის დამკვიდრებას სხვა ქალაქებიც იწყებენ, მაგალითად ბათუმში 2023 წელს World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებებს სასტუმროები მასპინძლობენ, 2024 წლისთვის ბათუმში კიდევ 6 ახალი სასტუმრო გაიხსნება. ბათუმმა უკვე უმასპინძლა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიებაში ევროკავშირისა და 6 პარტნიორი ქვეყნის ბიზნესმენები მონაწილეობდნენ“, - წერს BOARDROOM საქართველოს შესახებ.
სტატია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და BOARDROOM-ის თანამშრომლობით მომზადდა - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონვენციო მიმართულების საერთაშორისო ჟურნალი და ონლაინ პლატფორმა BOARDROOM აერთიანებს 100 000 მეტ ასოციაციას, საკონვენციო ბიუროს, ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას და ინდუსტრიის შესაბამის წარმომადგენლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას