19.აგვისტო .2019 18:15

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

views 229
უკან

„ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს”, - ამის შესახებ განცხადება “ამერიკის ხმასთან” მიცემულ ინტერვიუში ბობ ჰამილტონმა, ვაშინტონში შავი ზღვის აუზის სწავლებების მკვლევარმა გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ანაკლიის პორტს და ბიზნესზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს ეხებოდა ჰამილტონი შემდეგნაირად პასუხობს:

„საქართველოს მდგრადი უნარი, რომ მიიზიდოს დასავლური ინვესტიციები დამოკიდებულია აღქმაზე, რომ მისი სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან. ბოლო ოცი წელია, საქართველომ დაუჯერებელი მასშტაბით შეძლო კორუფციის აღმოფხვრა და ეკონომიკის ლიბერალიზაცია. 1990-იან წლებში არსებული ეკონომიკური ნგრევის შემდეგ, ახლა ქვეყანა 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით. აქვე აღვნიშნავ, რომ ბიზნესისთვის მეგობრული გარემო და კორუფციისგან დამოუკიდებელი საქართველო წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვითარებული, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების თანამეგობრობას შეუერთდეს. მიუხედავად პროგრესისა და ამ დარგებში მიღწეული წარმატებისა, ეს მონაპოვარი შეუქცევადი არ არის და საკმაოდ მოწყვლადია. სწორედ ამიტომ, აშშ მკაფიოდ აცხადებდა და გაფრთხილებას აკეთებს, რომ გავლენა ეკონომიკაზე ნამდვილად ექნება პოლიტიზირებულ სასამართლო სისტემას.

ნებისმიერი სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობა ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს და ქვეყნიდან გასვლას აიძულებს უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკური ლანდშაფტის მქონე ქვეყნებში“, - აცხადებს ჰამილტონი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა